LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ათობით კი დაშავდა

274
გერმანია - საშობაო ბაზრობა

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ქალაქის სპიკერი მიხაილ რეიფი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.

შემთხვევას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

„ჩემი ფიქრები დაღუპულთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ მათ და ყველა მაგდებურგელის ვერდით ვდგავართ“, – ამბობს შოლცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g