LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში სასიკვდილო ავარიების რიცხვი რეკორდულადაა შემცირებული. და აი რატომ

58
nocrashingermany

პანდემიის დროს გერმანიაში მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა. სტატისტიკის წარმოების 60 წლიან ისტორიაში მაჩვენებელი ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა. 2020 წელს ფედერაციის გზებზე 2724 ადამიანი დაიღუპა, რაც 10,6%–ით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის მაჩვენებელი. ასეთ მაჩვენებელს ექსპერტები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების პოზიტიურ ეფექტად აფასებენ.

კორონავირუსის გავრცელებისა და ლოკდაუნის დროს გერმანიაში სატრანსპორტო მოძრაობა მკვეთრად შემცირდა. შედეგად ავარიების მაჩვენებელმა 15,8%–ით იკლო, 2,3 მილიონამდე, ხოლო დაზარალებულთა რაოდენობა 14,7%–ით შემცირდა, ანუ 328 ათასი გახდა.

თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი ეფექტია, როგორც კი საგზაო მოძრაობა ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება, მაჩვენებელიც მაშინვე აიწევს.

ავტოსაგზაო შემთხვევებში დაზარალებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლები მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დაფიქსირდა. ანუ მაშინ როცა გერმანიაში ყველაზე მკაცრი ლოკდაუნი იყო გამოცხადებული. მაშინ ადგილობრივებს სახლების დატოვება მხოლოდ გადაუდებელი მიზეზის გამო შეეძლოთ. ზაფხულში კი მაჩვენებელი კორონავირუსამდე პერიოდის დონეს დაუბრუნდა.

ერთადერთი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც გერმანიაში 2020 წელს გაიზარდა, ეს იყო გზებზე დაღუპული ველოსიპედისტთა რაოდენობა. ამ მაჩვენებელმა 2020 წელს წინა წელთან შედარებით 20%–ით მოიმატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g