LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ან თურქეთში გადავიყვანთ – ცოტნე გამსახურდია უცხოეთში მიჰყავთ

1125
BeFunky-collage (42)

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მისი მეუღლის თქმით, მას საზღვარგარეთ გადაიყვანენ.

„ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია. განმეორებით ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მცირე დადებითი დინამიკა აჩვენა. ხვალ ან ზეგ მას გერმანიაში ან თურქეთში გადავიყვანთ“, – განაცხადა ჯაბაურმა.

“თანხას აგროვებდა, მილიონზე მეტი იყო ჩარიცხული… ავადმყოფების დასახმარებლად დახარჯა” – რას წერს მოქალაქე ცოტნე გამსახურდიაზე

შეგახსენებთ, პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დაკავებულია ოთხი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 19 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ცოტნე გამსახურდიას ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. როგორც უწყებაში ამბობენ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ოთხი პირი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ინციდენტის შემდეგ ცოტნე გამსახურდიას გულმკერდის არესა და თავის ტვინზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g