LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის კანცლერი: პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს კრიმინალური ომი და ვერც მოიგებს!

91
Untitled design (7)

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე დანაშაულებრივი ომი ვლადიმირ პუტინმა არ უნდა მოიგოს და აქვე აღნიშნავს, რომ ვერც მოიგებს.

ოლაფ შოლცმა მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული უწოდა სცენარს – თუ რუსეთის პრეზიდენტი მოახერხებს და უკრაინას ხელში ჩაიგდებს.

ამის შესახებ შოლცმა ჰამბურგში გამართულ საჯარო ღონისძიებაზე ისაუბრა.

“რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი დროის უდიდესი კატასტროფაა. მსოფლიო ამ აგრესიული და დესტრუქციული ომის შემდეგ აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ის მსოფლიო აღარ არსებობს”, – თქვა მან.

კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული სასტიკი, აგრესიული და დესტრუქციული ომი ნიშნავს ცივი ომის შემდგომ ევროპულ სამშვიდობო წესრიგის რადიკალურ შეწყვეტას.

გერმანიის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა პუტინის რეჟიმის “იმპერიალისტური და რევანშისტული იდეოლოგია”, რაც რუსი დიქტატორისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ხალხის კეთილდღეობა.

“ჩვენ უკრაინას ვაძლევთ ყველანაირ მხარდაჭერას, რისი გაცემაც შეგვიძლია, და ამავდროულად ვიღებთ პასუხისმგებლობას… პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს კრიმინალური აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ – და ის ვერ მოიგებს ამ ომს”, – თქვა შოლცმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები