გერმანიის კანცლერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება. „გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღო. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი განიხილებოდა. ამასთან, შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან თანამშრომლობასა და ასევე, რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის თაობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
