გერმანიის რამდენიმე ქალაქში, აფეთქების საფრთხის გამო სასამართლოების შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
კერძოდ, ევაკუაცია პოტსდამში, მაგდებურგში, ერფურტში, ვისბადენსა და კიელში გამოცხადდა. შენობებში ბომბის არსებობის შესახებ ანონომური წერილები ელექტრონული ფოსტით მიიღეს.
პოტსდამის სასამართლოდან 200-მდე, ხოლო ერფრუტში 30-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბომბის არსებობა არცერთ შენობაში არ დადასტურდა.