LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხარკოვში ჩავიდა

161
BeFunky-collage (2)

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში, ხარკოვში ჩავიდა.

მისივე  თქმით, ხარკოვი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო.

„უკრაინელებს შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი. ეს ქალაქი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ დავკარგოთ უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახში, ამ ზამთრის ომშიც“, – განაცხადა ბერბოკმა.

ცნობისთვის, ანალენა ბერბოკი არის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინც ხარკოვში ჩავიდა. ვიზიტისას მას უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება და უკრაინის ელჩი გერმანიაში ალექსეი მაკეევი ახლდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები