LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის საპატიმროდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს

294
დაკავებული პატიმარი

გერმანიის ქალაქ მემინგენის საპატიმროდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს. ის ქალაქიდან 30 კილომეტრში მაშინ დააკავეს, როდესაც ფეხით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა - ადგილობრივმა პოლიციამ ძებნა გამოაცხადა

პოლიცია მოქალაქეებს გაქცეული პატიმრების შესახებ აფრთხილებს

გაქცეული პატიმრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია პოლიციას ადგილობრივმა მოსახლემ შეატყობინა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე, 36 წლის თურქ პატიმართან ერთად გაიქცა. გერმანული მედიის ცნობით, მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა მოახერხეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით ფეხით მიიმალნენ.

გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები