შვეიცარიის მთავრობამ მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია განაახლა.
შვეიცარიამ საქართველო მაღალი რისკის ქვეყნებში შეიყვანა.
ინფორმაციას შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„2020 წლის 9 ოქტომბერს შვეიცარიის მთავრობის მიერ განახლებული იქნა მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, შეყვანილი იქნა საქართველოც.
რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასულ ადამიანებს კარანტინის გავლა მოუწევთ.
გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკის შემცველ ქვეყნად დაასახელა
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შემოვლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი არიან გაიარონ 10-დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია. აღნიშნული წესი ვრცელდება ნებისმიერ საქართველოდან შემოსულ პირზე, ხოლო წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმა -10 000 შვეიცარიული ფრანკი (კარანტინის წესები სრულად იხილეთ ქვემოდ მოცემული ბმულის საშუალებით).
შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს თვითიზოლაცია ბინიდან, სასტუმროდან და ა.შ გაუსვლელად! დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ ინსტრუქცია/რეკომენდაციებს. იხილეთ კანტონალური უწყებების მისამართები.
ასევე, მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა „კოვიდ-19“-ის ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა“,-აღნიშნულია განცხადებაში.