LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის შსს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკას აქვეყნებს

81

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის შსს-დან გამოცემა Die Welt-მა გამოითხოვა.

გერმანიის შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში აღნიშნული რიცხვი იზრდებოდა. კერძოდ, ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 355, ნოემბერში – 444, დეკემბერში – 522, იანვარში კი – 745 შეადგინა.

გერმანიის პარლამენტში „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ ფრაქციის სპიკერის სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს.

„თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ შემოიღოს სავიზო რეჟიმი“, – განუცხადა მან Die Welt-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g