გერმანიაში 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
როგორია ძალთა ბალანსი არჩევნების წინ?
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ოპოზიციური ბლოკი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. იანვარში INSA-ს გამოკითხვის თანახმად, მას ამომრჩეველთა 29%-იანი მხარდაჭერა აქვს, „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი მხოლოდ 16%. მოსალოდნელია, რომ „მწვანეები“ მიიღებენ დაახლოებით 11%-ს, ხოლო „თავისუფალი დემოკრატიული პარტიას“ (FDP) მხოლოდ 5%-ის იმედი უნდა ჰქონდეს.
რადიკალური მემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შეიძლება გახდეს მეორე პოლიტიკური ძალა ბუნდესტაგში 20%-ით.
მემარცხენე პოპულისტურ „სარა ვაგენკნეხტის კავშირს“ (SWU) ამომრჩეველთა 8% უჭერს მხარს, ხოლო „მემარცხენეები“, 4%-ით, შესაძლოა საერთოდ ვერ მოხვდნენ პარლამენტში.
რატომ აქვს ასეთი მნიშვნელობა გერმანულ არჩევნებს?
გერმანიაში პოპულარობას იკრებს ულტრამემარჯვენე ძალა, რომელსაც მხარდაჭერა საჯაროდ აღუთქვა ილონ მასკმა. პოლიტიკური ვექტორის ცვლილება კი შესაძლოა ჯაჭვური რეაქციით გავრცელდეს ევროპის სხვა ქვეყნებზეც და ზოგადი სურათი რადიკალურად შეიცვალოს. ამაზე თავად მასკმაც ისაბრა.
თუმცა…
ბუნდესტაგმა გერმანიაში მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უარყო.
მისი ინიციატორი კანცლერობის მთავარი კანდიდატი და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი იყო. კანონპროექტი ითვალისწინებდა არა მხოლოდ საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებას, არამედ უცხოელთა შემოდინების შეზღუდვას. მისმა დოკუმენტმა ასევე გააფართოვა პოლიციის უფლებამოსილება დეპორტაციას დაქვემდებარებული პირების დასაკავებლად.
ჯერაც მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა მერცის ინიციატივას „სერიოზული შეცდომა“ უწოდა.
სამაგიეროდ კანონპროექტს მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).
ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი მემარჯვენე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) „არასოდეს“ ითანამშრომლებს AfD-თან და მას უწოდებს თავის „ყველაზე დიდ ოპონენტს” მომავალ არჩევნებში.
„გარკვევით შემიძლია დავარწმუნო ამომრჩევლები ერთ რამეში: ჩვენ არ ვიმუშავებთ პარტიასთან, რომელიც საკუთარ თავს „ალტერნატივას გერმანიისთვის“ უწოდებს, არასოდეს! ეს პარტია ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი პარტია და ჩვენი ქვეყანა ეწინააღმდეგება. ის ეწინააღმდეგება ჩვენს დასავლურ ორიენტაციას“, – თქვა მერცმა ბერლინში CDU პარტიის კონფერენციაზე.
ცნობისთვის, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში CDU-ს საიმიგრაციო პროგრამისა და კონსერვატორების ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობის წინააღმდეგ.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-12_13-47-12_205769-1024x576.jpg)
რუსეთის ჩარევის საფრთხე
გერმანია შიშობს, რომ დეზინფორმაციამ ავტორიტარული ქვეყნებიდან, როგორიც არიან რუსეთი და ჩინეთი, შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყნის მომავალი არჩევნების შედეგებზე.
CSU-ს დეპუტატმა თომას ერნდლმა დაადასტურა, რომ მთავრობამ იცის რუსეთის მცდელობების შესახებ გავლენა მოახდინოს ევროპულ არჩევნებზე, განსაკუთრებით პოლონეთსა და გერმანიაში.
„რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს. მაგალითად, AfD-ის აღზევება სწორედ ამ მექანიზმებს ეფუძნება. ეჭვების დათესვა ჩვენს სახელმწიფოსა და ინსტიტუტებში, ავრცელებს ნარატივს, რომ გამართულად არაფერი არ მუშაობს“, – ამბობს ერნდლი.
იმედის ნაპერწკალი
დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე ილონ მასკმა გერმანიის პოლიტიკაში აჟიოტაჟი გამოიწვია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საჯარო მხარდაჭერით მის სოციალურ მედია პლატფორმაზე X.
მან ასევე დაწერა სვეტი გაზეთ Welt am Sonntag-სთვის.
მილიარდერმა განაცხადა, რომ ის უერთდება გერმანიის საჯარო დებატებს, როგორც ინვესტორი. მისი Tesla ჯგუფი მართავს თავის ერთადერთ ევროპულ ქარხანას გრუნჰაიდეში, ბერლინთან ახლოს. მასკის თქმით, გერმანია „ეკონომიკური და კულტურული კოლაფსის ზღვარზეა“ და რომ „AfD ქვეყნის იმედის ბოლო ნაპერწკალია“.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-12_13-45-50_626334-1024x576.jpg)
გამოყენებულია euronews-ის მასალები