LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეტყვით ხუმრობით – თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი? – პრემიერი ჟურნალისტებს

61
ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და აქტუალური გახდა კითხვა – დატოვებს თუ არა თანამდებობას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილს ამავე კითხვით ჟურნალისტებმა დღესაც მიმართეს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე “ქართულმა ოცნებამ” განმარტება არაერთხელ გააკეთა.

ოფიციალური პასუხის შემდეგ კი პრემიერმა აღნიშნა, რომ ხუმრობს და განაცხადა, რომ გუშინ გადადგა და ჟურნალისტებს ჰკითხა, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ:

“იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ და ჩვენი გუნდის წევრებმა, თქვენ მაინც ამ უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ.

გეტყვით ხუმრობით: თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს?” – თქვა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g