LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამით ჩართული ვენტილატორის ფონზე ძილი ჯანმრთელობისათვის საზიანოა

258
sleepnew5

ზაფხულის ცხელ ღამეებში ადამიანების დიდი ნაწილი საძინებელ ოთახში ჩართულ ვენტილატორს ტოვებს. ითვლება, რომ ღამით ჩართული ვენტილატორი კონდიციონერთან შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, თუმცა როგორც ბრიტანელი მეცნიერებუ ამბობენ, ჯანმრთელობისათვის გარკვეული საფრთხეები თან ღამით ჩართული ვენტილატორის დატოვებასაც შეიძლება ახლდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვენტილატორი ჰაერის ტემპერატურას არ ცვლის, იგი ჰაერთან ერთად ატრიალებს ოთახში არსებულ მტვერს, რაც საკმაოდ პრობლემური შეიძლება იყოს ასთმის ან სასუნთქი გზების სხვადასხვა პრობლემების მქონე პაციენტებისათვის.

„მტვერი ყველა ოთახშია. გარდა ამისა, თუ თქვენ ვენტილატორის „ფრთებს“ ყოველდღე არ წმენდთ, მტვერი მათაც ედება და ყოველთვის როდესაც მას ჩართავთ, მტვრის ნაწილაკები ჰაერში იფრქვევა“, – ამბობენ ბრიტანელი მეცნიერები.

გარდა ამისა, ჩართულმა ვენტილატორმა შესაძლოა კანის და ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა გამოიწვიოს, რასაც შესაძლოა ახლდეს მოუსვენრად ძილი და თავის ტკივილი.

სწორედ ამიტომ, მკვლევრები მოსახლეობას მოუწოდებენ ბრიტანეთისათვის უჩვეულოდ ცხელი ამინდების მიუხედავად, ღამით გამაგრილებელი საშუალებების ჩართვისაგან თავი შეიკავონ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g