LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ალბათ, უფრო დიდხანს უნდა დარჩეს: თურნავა

125
45ac5199b9f329719df580d3810f6cae-XL

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს. მისივე განცხადებით, სწორედ დაწესებული კომენდანტის საათი მისცემს მთავრობას საშუალებას, რომ სხვადასხვა დახურული სივრცეების გახსნის გადაწყვეტილება მიიღოს.

“მე ვფიქრობ, რომ ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არის ჩვენი ეპიდემიოლოგების ძალიან მკაფიო პოზიცია, ეს არის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს”

სწორედ ეს შეზღუდვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ თუნდაც დახურული სივრცეები რესტორნების, თუნდაც ფიტნესები ან სხვა დავუშვათ ისეთი სფერო, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეზღუდვაში,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების მოთხოვნებს არაგონივრულს უწოდებს.

 

ბიზნესი პრემიერს 7 თხოვნით მიმართავს - პირველი, კომენდანტის საათის გადაწევაა

საქართველოში არსებული ბიზნესასოციაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“რადიკალური მოთხოვნა იმისა, რომ ამდენი რამ რომ გახსენი, ბარემ ყველაფერი გახსენი, ეს არის აბსოლუტურად არაგონივრული პოზიცია. ყველას საკუთარი ბიზნესი სტკივა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა ვართ პასუხისმგებელი მთელ საზოგადოებაზე, ყველას ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

magti 5g