LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღარიბაშვილი ჩემ პარალელურ კურსზე სწავლობდა და ბევრი არჩევანი ჰქონდა ცხოვრებაში, მან ივანიშვილების მონობა აირჩია” – ბაია პატარაია

2677
BeFunky-collage

უფლებადამცველი ბაია პატარაია „ტვ პირველის“ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

“ნოდარ მელაძის სიუჟეტზე არც კი დამიშვია, რომ “ფეიკი” შეიძლებოდა ყოფილიყო, აი რატომაც” – რას აქვეყნებს მოქალაქე სოციალურ ქსელში

„ღარიბაშვილი შემეცოდა იმ უხერხული სიცილებისთვისო, ბევრმა დაწერა. არა! ერთი წამითაც არ მეცოდება ადამიანი, რომელიც სიმდიდრისთვის და ძალაუფლებისთვის ითმენს დამცირებას.

ღარიბაშვილი ჩემ პარალელურ კურსზე სწავლობდა და ბევრი არჩევანი ჰქონდა ცხოვრებაში. მან ივანიშვილების მონობა აირჩია.

მე მხოლოდ ჩვენი ხალხი მეცოდება, რომელსაც არჩევანის უფლება წაართვეს და თავზე ბერას ლაქია დაასვეს.
მოვითხოვ რიგგარეშე, თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ არჩევნებს!“-წერს ბაია პატარაია.

"უპირობოდ უნდა დაიწყოს გამოძიება" - დემოკრატიის ინდექსი-საქართველო ჩანაწერებზე

"პირველ რიგში, უნდა დადგინდეს აღნიშნული დიალოგების ავთენტურობა"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები