LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი ჟურნალისტს: მოგიწოდებთ, რომ მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელად სააკაშვილზე

63
BeFunky-collage (31)

ჟურნალისტის კითხვაზე, აიღებდა თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ „მეტი სიყვარული გვჭირდება და მათ შორის, სააკაშვილზეც სიყვარულით უნდა ილაპარაკონ.“

დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ: პრემიერი

„მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი. აი ასეთი აგრესია, სიძულვილი უნდა დავასრულოთ, უმსგავსო საქციელი, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი, ხალხისთვის არის ძალიან ცუდი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია რომ ციხიდან ვინმემ გამოიხსნას: ირაკლი კობახიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g