პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარგად უპატრონებენ.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა:
“ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, მათ შორის იუსტიციის მინისტრმა, თუ რა პირობებია ციხის საავადმყოფოში. დაამატეს საჭირო აპარატურაც, რაც აკლდა.
საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავაკეთებთ. გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური, ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ.” – განაცხადა რარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტოს დაავალებს, განმეორებით შეისწავლოს მე-18 დაწესებულება, რათა ცნობილი გახდეს ყველასთვის – წარმოადგენს თუ არა ციხის კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.