LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა – რა მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ორგანიზაციას საქართველოში 

39
extrgvaa

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ EBRD არა მხოლოდ საქართველოს ერთგული პარტნიორია, არამედ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. აღინიშნა EBRD-ის უმნიშვნელოვანესი როლი პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, ელექტროენერგიის გამომუშავება ექსკლუზიურად მწვანე/განახლებადი წყაროების მეშვეობით, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, კერძო სექტორის როლის გაძლიერება, ადამიანური კაპიტალი და სხვა.

პრემიერ-მინისტრმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 270 პროექტში 4,9 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც დიდი წილი კერძო სექტორზე მოდის. საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია.

შეხვედრას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან: ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის რესპუბლიკის, ხორვატიისა და საქართველოს საბჭოს დირექტორი კლარა კროლი, EBRD-ის დირექტორი, პრეზიდენტის ოფისიდან თომას რევიალი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის ასოცირებული დირექტორი, უფროსი პოლიტიკური მრჩეველი ოლექსანდრ პავლიუკი, ასოცირებული დირექტორი, მთავარი ბანკირი თეა მელიქაძე, პრეზიდენტის ოფისის დირექტორი ფრანჩესკა ფოლია, ასოცირებული დირექტორი, ენერგეტიკის დეპარტამენტის რეგიონული უფროსი დავით მანაგაძე და უფროსი ოფიცერი, მოდერატორი ნინა დავითაშვილი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g