LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა

154
untitled

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა შოლცს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

„მიმდინარე წელს, მარტში, ბერლინის მსოფლიო ტურისტული ფესტივალის – „აი-თი-ბი ბერლინის“ მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ვიზიტორის მოსაზიდად, არამედ ეს არის გზა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარებისათვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განვცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები