საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება და გუნდი სხვა პირზე შეჯერდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად არც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია განიხილება.
„ამჯერად პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება“ – პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, როგორ დაკომპლექტდება კოლეგია და რა შემთხვევაში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური
პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება.
„[ირაკლი ღარიბაშვილი] კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება, მაგრამ არ იქნება, იმიტომ რომ გუნდი სხვაზე ჯერდება“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავს.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.