პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე 90 წლის გახდა
ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქთან გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მან ილია მეორეს იუბილე მეუღლესთან ერთად, პირადად მიულოცა:
„დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
პრემიერი პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს: განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე
კობახიძე: ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა
რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და ისევ არასრული ტიტულატურით იხსენიებს