„განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა, მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს!“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, რითაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე განუზომელია.
„განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა, მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს!
განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში.
თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე 90 წლის გახდა