LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა

53
Untitled-design-2021-06-28T215942.386

ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა, ეს არის მთავარი, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების კითხვას, როდის დაისჯებიან 5-6 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები.

პრემიერის სიტყვებით, „ყველა მოძალადე არის დასჯილი, ყველა მოძალადე არის დაჭერილი“.

“მთელი ეს სიყალბე, რომელიც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დროს მთელი სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც მედიაზე, ასევე ბიზნესზე და მოქალაქეებზე.

„მთელი სახელმწიფო იყო მოძალადე თქვენი ხელისუფლების დროს. სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე როგორც ტელევიზიაზე, ბიზნესზე, ასევე მოქალაქეებზე, ყველაზე,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g