LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება, ვითარდება.. ქვეყნის ეკონომიკა წლის ბოლოს უკვე 30 მლრდ ლარით გაიზრდება, ამას შენარჩუნება და განვითარება სჭირდება“

182
ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს ქვეყანაში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს – 15, 6 %- ია მაჩვენებელი. უმუშევრობის მაჩვენებელიც მინიმუმზეა და ის, დაახლოებით, 17 %-ია. ჩემი პრემიერობის დროს 200 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ზედიზედ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება და ვითარდება“.

„ქვეყნის რეზერვები, ეროვნული ბანკის რეზერვები 5 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს. შედარებისთვის, ვახსენე ასევე უმუშევრობა, რომელიც 35%-ზე მეტი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, რეზერვები იყო 2.8 მლრდ დოლარი, ახლა არის 5.1 მლრდ დოლარი.

დეპოზიტები და სესხები ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების დეპოზიტებზე მინდა რომ ვთქვა, დოლარში იყო დაახლოებით 2.5 მლრდ 2012 წელს და დაახლოებით ამდენივე ლარში 2.6 მლრდ. თქვენ თუ დაინტერესდებით რამდენი არის დეპოტიზები დღეს ჩვენი ხალხის, 25 მლრდ დოლარი დაახლოებით არის დეპოზიტები ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის. 10-ჯერ არის გაზრდილი ამ დეპოზიტების მოცულობა და ლარშიც ასევე 26- 27 მლრდ არის ლარში დეპოზიტები.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება, ვითარდება. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება წლის ბოლოს უკვე 30 მლრდ ლარით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პროგრესია და ამას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება.

ჩვენი ქვეყნის მტრები, შიდა თუ გარე მტრები სწორედ ებრძვიან ამ განვითარებას, მშვიდობას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების არ შექმნას და ა.შ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გვაქვს ძალიან მაგრად, კონტროლის ქვეშ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g