LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: სააკაშვილმა 2008 წელს ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა

145
BeFunky-collage

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მაშინ ისაუბრა, როცა საშუალება მიეცა მედიასთან შეხვედრის.

„მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს, ისინი იბრძოდნენ ჩემი ინფორმაციით ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე აგვისტოს ომში ,რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში, დაბრუნება და რა თქმა უნდა, მათ ოჯახებს ვუცხადებ სამძიმარს.

ახლა მიმდინარეობს ცხედრების ლვოვში გადასვენების პროცესი – საგარეო უწყება ქართველ მებრძოლებზე

მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მიმართვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მინდა ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან ძვირფასი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია  კიდევ ერთხელ, როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ, ქართველმა ხალხმა, ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭირო არის რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა.. დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია…”, – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და თქვა, რომ „ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, არ უნდა გვასწავლიდეს ქვეყნის სიყვარულს.“

„ჩვენ გვახსენდება გმირობის არაერთი მაგალითი, ჩვენი გმირების აგვისტოს ომის დროს. უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში. ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე. ესეც გვახსოვს. ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა არ უნდა გვასწავლიდეს ქვეყნის სიყვარულს.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სააკაშვილი: ხელისუფლება ამზადებს რუსეთისთვის ჩემს გადაცემას.. ამ გაზაფხულზე ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში

 

პოპულარულები