LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: საქართველო უკრაინასა და მოლდოვას 10 თავით უსწრებს – მათ ერთგვარი, წამახალისებელი სტატუსი, ავანსად მისცეს

88
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არავინ არ დავობს, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას, ყველა მიმართულებით 10 თავით უსწრებს.

აღნიშნულის შესახებ პრემიერმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და თქვა, რომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ავანსად მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

მისი მოსაზრებით, უკრაინასაც და მოლდოვასაც კანდიდატის სტატუსი იგივე დათქმებით მისცეს, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა.

„რაც შეეხება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას – არავინ დაობს არსად, არც ევროკავშირში, მხოლოდ ამ ვიწრო ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, 10 თავით უსწრებს უკრაინას, მოლდოვას ყველა მიმართულებით.

ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამით არაფერი შეცვლილა, გარდა ერთი, მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა.

ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები, გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა გადაწყვეტილებისთვის და მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისთვის და მოლდოვასთვის, განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით.

პრემიერი ვაშაძეს: კეზერაშვილმა ჯერ ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს

ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას „ჩვეულებრივი საბოტაჟი და შეთქმულება“ უწოდა.

არ მინდა, ციტირება მოვახდინო, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის პირდაპირი განცხადებები, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოლდოვა, ვინაიდან არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში და მეტად რთულ სიტუაციაში.

ჩვენ თვალს ვადევნებთ, რა ხდება ამ ქვეყანაში, მათაც ავანსად მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა, დაახლოებით იგივე დათქმებით, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა. მათ კი მიეცათ ავანსად ეს ერთგვარი წამახალისებელი სტატუსი, მაგრამ მათაც უნდა შეასრულონ მთელი რიგი რეკომენდაციები და პირობები.

ჩვენ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ამაზე ვერავინ იოცნებებდა, ვერ იოცნებებდნენ ბატონი გიორგი ვაშაძე და სხვები, ქვეყანას მიეცა ევროპული პერსპექტივა ცხადად, ნათლად, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი.

ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებს ვიმეორებ, ბატონი შარლ მიშელის და სხვა, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერის, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება.

ამით ეს პროცესი, რეალურად, ერთი ციკლი დაიხურა, ეს არის დამაგვირგვინებელი, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის და რაც მთავარია, ნაყოფიერი მუშაობის.

„არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი“ – პრემიერი პარლამენტში

მე მახსოვს, ათეულობით და ასეულობით კანონპროექტზე გვიწევდა მუშაობა. უამრავი სამუშაო გასწია მთელმა საჯარო სექტორმა პარლამენტთან, თქვენთან ერთად.“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g