LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ყარაბაღის ომი რეგიონისთვის რთული გამოწვევა იყო, მჯერა, გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად

68
გარიბა

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ახალი ხედვა უკავშირდება სომხეთის სტაბილურ განვითარებას და სომეხი ხალხის კეთილდღეობას.

„რა თქმა უნდა, ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა გავეცანი პრემიერის ახალ ხედვას, მე მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს.

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის სტაბილურობაზე. ჩვენს ამ საერთო რეგიონალურ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი, ეს არის: მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის სამივე ქვეყანას გვაერთიანებს”, – თქვა საქართველოს პრემიერმა.

ცნობისთვის, დღეს დაიწყო საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი.
დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები