LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა, პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს, გრცხვენოდეთ: გიგი უგულავა

274
გიგი-უგულავა

გრცხვენოდეთ თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ, – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს და თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც უგულავა „ფეისბუქში“ წერს, „ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა და ამით “პოგრომს” მწვანე აუნთო”.

„ჯაღმაიძე უწყვეტ ხაზზე ქურდივით დაიარება. იაკობი გაიძახის ჰკა მაგას! ჯვარს აცუთ ეგე! ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა და ამით “პოგრომს” მწვანე აუნთო. პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს. დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია. საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად მისი გადაფარვა გადაწყვიტეს. მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის მეხუთე კოლონა ხართ.

გცხვენოდეთ თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ.

ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით:

“რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს”

“არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს“, – წერს უგულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

magti 5g