LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღარიბაშვილს არ უნდა ავერიოთ იმ 78 ადამიანში, რომლებსაც ჯერ გადააფურთხებინეს, მერე უკან აალოკინეს“ – ცოტნე კობერიძე

290
Untitled design (4)

„ღარიბაშვილს არ უნდა ავერიოთ იმ 78 ადამიანში, რომლებსაც ჯერ გადააფურთხებინეს, მერე უკან აალოკინეს“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერმა ცოტნე კობერიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„მათი მთავარი პროპაგანდა იდგა იმაზე, რომ ეს ვიღაც ლიბერალა-საყურიანი ხალხი არიან ჩმორები და მშიშრები, შენ ხარ კონსტრუქციული და ნორმალური. ახლა მთავარი, რაშიც დაერხათ არის ის, რომ ამ ორ დღეში მშიშრები ვინ გამოჩნდნენ კარგად ვნახეთ. ახლა გამოვიდნენ და ამიტომ იყო, ბაქიბუქობდა და ბლატაობდა. ეს ომახი და ის სითავხედე, რაც ამ თაობას გააჩნია, ეგ არ უნდა დავკარგოთ და პირიქით, ახლა მაგაზე უნდა მივანიშნოთ, რა ხალხთან აქვთ საქმე, რომ ღარიბაშვილს არც ერთი წამით არ ავერიოთ იმ 78 ადამიანში, რომლებსაც ჯერ გადააფურთხებინეს, მერე უკან აალოკინეს“, – აცხადებს ცოტნე კობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები