პოლიტიკოსი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ნაბიჯით, ირაკლი ღარიბაშვილს ამირან გამყრლიძესთან ღია დაპირისპირება სურს. მიზეზებზე ჭიაბერაშვილი საკუთარ სტატუსში საუბრობს.
“რატომ თქვა ღარიბაშვილმა ანტივაქსერული სისულელე? ანტივაქსერული, შავრაზმული, პრორუსული ძალებისთვის “კოჭის გაგორებით” ამის ახსნა ძალიან ზედაპირული იქნებოდა. ღარიბაშვილს და მთავრობას აწუხებს ოფიციალური კოვიდ-სტატისტიკა, რომელსაც ვერაფერს უხერხებს მანამ, სანამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს.
ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს (ჯანდაცვის მინისტრის ხელით) და მერე გამოაქვეყნოს ის “სტატისტიკა”, რაც მოესურვება. თქვენ შეიძლება ბევრი პრეტენზია გქონდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მაგრამ არ უნდა აყვეთ ღარიბაშვილს, რომ ამას მიაღწიოს. ბატონ ამირანსაც, იმედი მაქვს, ნერვები ეყოფა”, – წერს ჭიაბერაშვილი.