საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე დილით გამოქვეყნდა.
შეხვედრა დღეს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით გაუქმდა შეხვედრა.
თემაზე კომენტარი საქართველოს ოფიციალურ უწყებებს და ნატოს პრესცენტრს ჯერ არ გაუკეთებია.