LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღვადგინეთ, თუმცა, შესაძლოა, ამ მხარეში ტერორისტები ისევ იყვნენ“ – ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი

147
isr

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს.

მისი თქმით, შაარ ჰანეგევის რაიონულ საბჭოში სამი ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა, ბეერიში – ერთი ტერორისტი მოკლეს, ჰოლიტსა და სუფაში – ხუთი, ალუმიმში – ოთხი.

დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ამჟამად ბრძოლები არცერთ ქალაქში არ მიმდინარეობს, თუმცა ამ მხარეში ტერორისტები, შესაძლოა, ისევ იყვნენ.

ჰაგარის თქმით, ღაზას საზღვრის ბარიერის დაცვა ტანკებით მოხდება, რომლებსაც საბრძოლო ვერტმფრენები და დრონები დაუჭერენ მხარს.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჯარმა საზღვარზე მდებარე 24 ქალაქიდან 15-ში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, დანარჩენის ევაკუაციას უახლოეს დღეს გააგრძელებს.

ჰაგარის თქმით, შაბათ დილიდან ისრაელის მიმართულებით 4 400 რაკეტა გაუშვეს.

„შეტაკებების შედეგად ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლა“ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა

„სოლიდარობა ისრაელს!“ – თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

„ვიდეო გამოგვიგზავნეს, ჩემი შვილი დავინახე, მანქანაში უგონო მდგომარეობაში იყო პალესტინელებთან, გთხოვთ, დამეხმარეთ..“ – გერმანელი დედა დაკარგული შვილის შესახებ ინფორმაციას ითხოვს

ფოტოამბავი: ისრაელელი ჯარისკაცი და პატარა ბიჭი, რომელიც განადგურებული შენობიდან წიგნის გამოტანას ცდილობს – ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის კადრები Reuters–ის ობიექტივში

 

magti 5g