LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახლდა

49
https-cdn.cnn-.com-cnnnext-dam-assets-210511100513-11-israel-gaza-air-strikes-0511

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახლდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, არაბული ანკლავიდან რაკეტები ​ბერშევას, რეხოვოთის, აშდოდის, აშკელონის და კირიათ მალახის მიმართულებით გაუშვეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაკეტა აშდოდსა და აშკელონში ჩამოვარდა, მაგრამ სარაკეტო იერიშის შედეგად, არავინ დაღუპულა.

ცოტა ხნის წინ საკონტროლო გამშვები პუნქტი „კისუფიმიც“ დაიბომბა.

სარაკეტო დარტყმების შედეგად სამხრეთ ისრაელში რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორის მოსაზღვრე ერთ-ერთი რაიონის მცხოვრები მამაკაცი სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g