LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღია კაფე, ბიბლიოთეკა და გასართობი სივრცე ბავშვებისთვის – თბილისში ახალი მედიათეკა გაიხსნება

524

თბილისში ზაფხულში ახალი მედიათეკა გაიხსნება. როგორც „ფორტუნას“თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები, ნაძალადევში, „ვეტერანთა პარკში“  დაწყებულია და განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულდა მედიათეკის კარკასის მშენებლობა.

მედიათეკაში მოეწყობა ბიბლიოთეკა, სივრცე ბავშვებისთვის, ასევე ღია კაფე.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „ბლოკ ჯორჯია“ აწარმოებს. მშენებლობა 2016 წლის აგვისტოში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2.2მლნ ლარია გამოყოფილი.

დედაქალაქში ეს იქნება რიგით მესამე მედიათეკა. აქამდე მედიათეკები ვაკესა და ვარკეთილში ფუნქციონირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g