LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღია სივრცეში ყველა აქტივობის ჩატარება ნებადართული ხდება

194
ecobanaki-78282343727253772-363782828363828-37382929283

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ გასამართი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. ონლაინ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ქვეყანაში ტესტირების არეალის გაფართოვების საკითხი. მთავრობის აზრით წლის ბოლოს საქართველომ უნდა მიაღწიოს შედეგს, რომელიც დღეში 10 000 პისიარ ტესტის ჩატარებას გულისხმობს. საკოორდინაციო საბჭომ შიდა ტურიზმის განვითარებასა და მისი ეფექტურად მართვის საკითხებზეც იმსჯელა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროებში, რესტორნებსა და კვების ობიექტებში დადგენილი წესების კონტროლი გრძელდება.

“საბჭოს წევრებმა განიხილეს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფებში PCR ტესტირებების გაფართოების პროცესის მიმდინარეობა და სიმძლავრეების თანდათან გაზრდის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას დღის განმავლობაში 10 ათასი PCR ტესტის ჩატარება უნდა შეეძლოს.

ამასთან, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g