LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონი მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე“ – თინა ბოკუჩავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ

146
თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

მიხაელ როთი – ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ევროპელი პოლიტიკოსები „ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონი მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას“.

„საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი – იგივე გზავნილი, რაც უკვე რამდენიმე კვირაა თბილისის ქუჩებში გვესმის. ისინი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ გზას უხერგავს.

ისინი ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია, ქართველი ხალხის დამსახურება, გამოუყენებელი დარჩება, რადგან ჩვენ ამ სტატუსს მოლაპარაკებების დასაწყებად ვერ გამოვიყენებთ“, – განაცხდა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პოპულარულები