უკვე წლებია მსახიობი, ბრიჯიტ ფონდა ჰოლივუდს ჩამოშორდა, ის არც პაპარაცების ობიექტივში ხვდება ხშირად. 61 წლის ბრიჯიტი წინა კვირის ბოლოს ლოს-ანჯელესში გამოჩნდა. მისი ბოლო პერიოდში მიღწეული ტრანსფორმაცია აშკარაა. ფონდას გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ის წონაში საგრძნობლად არის დაკლებული. ამ დღეს ფონდას ყოველდღიური სამოსი ეცვა და პაპარაცებს უღიმოდა.
61 წლის ბრიჯიტ ფონდას შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია – მსახიობი ძველ წონას უბრუნდება
წარსულ ინტერვიუებში მსახიობი ხშირად საუბრობდა დაბალ თვითშეფასებაზე და იმაზე, როგორ უშლიდა ეს ჰოლივუდურ კარიერაში წინსვლას.
მისი ბოლო როლი 2002 წლის ფილმში, Snow Queen იყო. მეორე წელს მომხდარმა სერიოზულმა ავტოკატასტროფამ საბოლოოდ გადააწყვეტინა მას ჰოლივუდიდან წასვლა. 2005 წელს ბრიჯიტს ვაჟი, ოლივერი შეეძინა.
წინ დიდი გარდასახვა გველოდება! – 61 წლის ბრიჯიტ ფონდა მზადაა უწინდელ ფორმას დაუბრუნდეს