მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შვილის სიკვდილის შემდეგ იბრძვის რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან ბრალდებულები, კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი.
ეკა კუპატაძეს საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მათ შორის არის მომღერალი ნინი შერმადინიც, რომელიც აღნიშნულზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მაკანკალებს ნერვებისგან… არც ვიცი რა ვთქვა… ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ ქალბატონო ეკა კუპატაძე.
ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა თქვენ, თუ მე რამე შემიძლია გვერდით მიგულეთ. უფლის სამართალი იმაზე მძიმე და საშიშია ვიდრე ციხე“, – წერს ნინი შერმადინი.
