LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰგონიათ დავიღლები! გავჩერდები! შევშინდები!… არ ასვენებთ ბოროტი სული….“ – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს

273
ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის პირად ფეისბუკგვერდზე ორგანიზებული შეტევა და „რეპორტების“ ტალღა გრძელდება, რის გამოც ადმინისტრაციამ მას გარკვეული შეზღუდვები დაუწესა და პოსტები წაუშალა.

ეკა კუპატაძე მიიჩნევს, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა მისი გაჩუმების მიზნით.

„ჰგონიათ დავიღლები!

ჰგონიათ გავჩერდები!

ჰგონიათ შევშინდები!

ან სულაც არ ჰგონიათ…..

მაგრამ მაინც არ ასვენებთ ბოროტი სული….

ისევ დარეპორტდა ჩემი პირადი პროფილი!

წამიშალეს ანი ნასყიდაშვილზე და დემეტრე ჩიქოვანზე აქ დადებული და იქ გაზიარებული პოსტი!

ტვინის ადგილიც არ აქვთ მგონი თავში.

საერთოდ აღარ დავდებ ჩემს პირად პროფილზე არაფერს და ვნახოთ, თუ გადაურჩებიან ჩემს რისხვას.

‼️არ დავთმობ არავის, ნია იმნაძიდან და გიორგი მალანიადან დაწყებული, ალექსანდრე გაბაშვილის ინფორმატორამდე დამთავრებული!!!“, – წერს ეკა კუპატაძე.

„მასხარად მიგდებს ეს აღვირახსნილი მდედრი, „მოვალ, როგორც დედა დედასთანო“… ამოგიდუღებთ ციხეში, თქვენს მკვლელ ლაწირაკებს!“ – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

„ქალბატონ ეკას აქვს ჩემი მიწერილი და სთხოვეთ, რომ მან გაასაჯაროოს, პირადი ემოციები მივწერე და ამაზე საუბარი საჯაროდ არ მინდა“ – გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g