LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

238
გიგა ავალიანი

გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს – ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.

„მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, რადგან უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი ნანახი არ მქონდა – ვუყურე ვიდეოს და შოკი მივიღე, სასამართლო დარბაზში დიდხანს ვერ გავჩერდი“ – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, დემეტრე ჩიქოვანი კი ერთ მუხლის ორ ნაწილში დამნაშავედ 4 აპრილს ცნო. კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში.

სასჯელის განსაზღვრის სხდომას ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი ესწრებოდნენ, გიორგი რიკაძემ კი სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

მსჯავრდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილსა და, გიორგი რიკაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. დემეტრე ჩიქოვანს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ „დიდი დიღმის“ ეპიზოდზეც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ეკა კუპატაძე: „გიგა ავალიანის დედობა არის სიმწარე, მაგრამ სიამაყე… ხო, ეს მართლა საუკუნის მკვლელობაა… შესაძლოა ვინმემ იფიქროს, ეკა კუპატაძე შენ არ გეშინია? – არა, ჩემ შვილს სპეტაკი და ღირსეული წარსული აქვს, ამიტომ ვარ ამაყი, ზურგმაგარი და შეუპოვარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g