LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„24 იანვრის ღამეს თამარ ნავროზაშვილის ძმა მიგზავნის მესიჯს… მე ვერ ვნახე, რადგან „სპამებში“ ჩავარდა“ – რა მისწერა ნია იმნაძის ბიძამ ეკა კუპატაძეს

1639
2026-08-09_00-10-04_454079

გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა, ეკა კუპატაძე წერს, რომ 24 იან­ვრის ღა­მეს ნია იმ­ნა­ძის დე­დის, თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის ძმამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­წე­რა.

ეკა კუ­პა­ტა­ძე ე.წ. სქ­რინს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ნია იმ­ნა­ძის ბიძა ამ­ბობს, რომ ნიამ გი­გა­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

ვი­საც ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი გაქვთ, 2-3 დღის შემ­დეგ ჩავ­წერ პა­ტა­რა ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ავ­ხსნი დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს, რა კი­თხვებ­საც წა­ვა­წყდე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. და­მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­ზე სრულ­ყო­ფი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო ამ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს!

დღეს, „ფე­ის­ბუ­ქის“: ალ­გო­რით­მმა რამ­დენ­ჯერ­მე ამო­აგ­დო „მთა­ვა­რი“-ის გვერ­დზე 24 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის პოს­ტი. (ვდებ სქ­რინს.)

23-24 იან­ვარს აღვწერ დე­ტა­ლუ­რად: 23 იან­ვრის სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე პო­ლი­ცია თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად შე­ვი­და ყვე­ლა ოჯახ­ში, ჩხრე­კის მიზ­ნით. (სა­ღა­მოს იმი­ტომ, რომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი სახ­ლში ყო­ფი­ლი­ყო და არა იმი­ტომ, რომ „არაშ­რუ­ლჭ­ლოვ­ნე­ბის“ ოჯა­ხე­ბი და­ე­ბულ(ь)ინ­გე­ბი­ნათ.)

რა თქმა უნდა, ნავ­რო­ზაშ­ვი­ლებ­მა ის­ტე­რი­კე­ბი ატე­ხეს და პო­ლი­ცი­ას კარი არ გა­უ­ღეს ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე. (არც ერთ სხვა ოჯახ­ში მსგავ­სი სცე­ნე­ბი არ გა­მარ­თუ­ლა.) ად­ვო­კა­ტის მობ­რძა­ნე­ბამ ჩხრე­კის პრო­ცე­სის და­წყე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა და დამ­თავ­რდა, როცა უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო 24 იან­ვა­რი. (თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილ­მა მო­ას­წრო თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის გა­და­მალ­ვა.)

ნავ­რო­ზაშ­ვი­ლებ­მა იგ­რძნეს, რომ საფრ­თხე რე­ა­ლუ­რი იყო, თან ამ დროს ჩი­ქო­ვა­ნის დედა უკვე შიმ­შო­ლობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან. ჩხრე­კის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ცოტა ხან­ში, 24 იან­ვრის ღა­მის 3:51 სთ-ზე, თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის ძმა ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი მიგ­ზავ­ნის მე­სიჯს. (ვდებ სქ­რინს.) მე ვერ ვნა­ხე მე­სი­ჯი, რად­გან ჩა­ვარ­და „სპა­მებ­ში”.

ამის შემ­დეგ, ის­ტე­რი­ჩკა დე­დი­კომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, იმა­ვე ღა­მეს, როცა სახ­ლში ნამ­დვი­ლი წი­ო­კი ჰქონ­დათ, „იპო­ვა” არაშ­რუ­ლჭ­ლო­ვა­ნი შვი­ლი­კოს წე­რი­ლი მა­თე­მა­ტი­კის რვე­ულ­ში და აპოს­ტა. (გახ­სოვთ ალ­ბათ ის „წე­რი­ლი”, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­ვო­კა­ტის კარ­ნა­ხით იყო და­წე­რი­ლი და აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­სა­მარ­თლომ ეს წე­რი­ლი არ მი­ი­ღო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად.) სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიხ­ვდა, რომ წე­რი­ლი იყო სხვი­სი კარ­ნა­ხით და­წე­რი­ლი და თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილ­მა კი­დევ „აჯა­ხა” პოს­ტი, სა­დაც ეწე­რა ის, რა­საც მთა­ვა­რის გვერ­დზე გვიტ­რი­ა­ლებს დღეს ფე­ის­ბუ­ქის ალ­გო­რით­მი.

თქვე­ნი ეგოს და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი ვი­საც გაქვთ, აქ არ გაქვთ კი­თხვა, რა­ტომ მიმ­ტკი­ცებს მე ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, რომ ნი­ა­კო უდა­ნა­შა­უ­ლოა და იმავდრო­უ­ლად (იმა­ვე დღეს) რა­ტომ პოს­ტა­ობს თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, რომ ეკამ იცის ნი­ა­კოს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბაო?

გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის მე­ო­რე მე­სი­ჯის თა­რიღ­საც. ეს არის დღე, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ანუ, ოღონდ იმ­ნა­ძე გა­დარ­ჩეს და წყალს წა­უ­ღია გა­ბაშ­ვი­ლი და ჩი­ქო­ვა­ნიო. (რი­კა­ძის ოჯა­ხი სა­ნაგ­ვე­ზე ცოტა ადრე მო­ის­რო­ლეს.)
ახ­ლაც, როცა მე­რაბ მაი ამ­ბო­ბენ, რომ ნი­ა­კო უდა­ნა­შა­უ­ლოა. ე.ი. მათი გეგ­მით ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ბაშ­ვილს მი­ა­წო­და მა­ლა­ნი­ამ და წყალს წა­უ­ღია მა­ლა­ნი­ე­ბი, ოღონდ „ნი­ა­კო“ გა­მო­აძ­ვრი­ნონ.

ყვე­ლა ქმე­დე­ბა­ში ჩანს მათი მა­ნი­პუ­ლა­ცია ნე­ბი­მი­ერ პი­როვ­ნე­ბა­ზე. ამ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რიც და ად­ვო­კა­ტიც, არის მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი. თუმ­ცა ვერ გა­ა­ცუ­რეს ექი­მე­ბი და მა­ლე­ვე გა­ამ­წე­სეს იზო­ლა­ტორ­ში! ვერ გა­ა­ცუ­რეს სა­სა­მარ­თლო! ნია იმ­ნა­ძეს ვე­და­ვე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით არა­ჯან­სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის და არამ­დგრა­დი ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე გა­ბაშ­ვი­ლის წა­ქე­ზე­ბას და არა მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თას!“, – წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

„7 ოქტომბერს, ღამით, მთაწმინდაზე, წყვილები – იმნაძე/გაბაშვილი და რიკაძე/ბერუაშვილი – ერთად აღნიშნავდნენ გიგაზე თავდასხმას… სასამართლოზე ამტკიცონ სიმართლე“ – ეკა კუპატაძე

ცნობისათვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

გიგა ავალიანის საქმეზე ორი არასრულწლოვანი – ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. მათ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები, თუმცა, ვიდრე იქ გადაიყვანდნენ, დაკავების შემდეგ, ნია იმნაძე კლინიკაში მოათავსეს, ვინაიდან, სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

„ნია იმნაძის დედას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს…ჩემი შვილი მიატოვეს, მიაგდეს, რომ მომკვდარიყო!“ – გიგა ავალიანის დედა

„იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა – თუ გამოჩნდება ასეთი, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ! თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!“ – ეკა კუპატაძე განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

„მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

„ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები