„გიგა ავალიანის დედობა არის სიმწარე, მაგრამ სიამაყე…“ – ამის შესახებ YouTube გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.
ვიდეო: „24 წლის ასაკში 2 პატარა ბავშვით დავრჩი მეუღლის გარეშე…ძალიან მიყვარდა და მიჭირდა“ – ეკა კუპატაძე განვლილ რთულ ცხოვრებაზე
მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე გადაცემის „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ გვიყვება.
შვილმკვდარი დედა ვრცელ, ემოციურ ინტერვიუში საზოგადოებას გიგას შესახებ უყვება. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა უწევს ცხოვრება, ბრძოლის ძალას მოკლული შვილის, გიგა ავალიანის სპეტაკი წარსული აძლევს:
„გიგა ავალიანის დედობა არის სიმწარე, მაგრამ სიამაყე…
ვფიქრობ, რომ საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული, ამის ფიქრის უფლებას იცით რა მაძლევს?- ცალსახაა ის, რომ საზოგადოება სრულად გაემიჯნა მკვლელებს. აქეთ არიან მკვლელები და მათი ადვოკატები და ბევრი მათი ადვოკატი საქმიდან გავიდა. მკვლელს უნდა და დამნაშავეს დაცვა, მაგრამ ეს იმდენად განსხვავებული რამე იყო, მართლაც გავთამამდები და ვიტყვი, რომ ხო, ეს მართლა საუკუნის მკვლელობაა.
ამ ბრძოლაში ჩემი ზურგის გამმაგრებელი არის გიგას სპეტაკი წარსული. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ კი მაგრამ ეკას არ ეშინია? ეკა კუპატაძე შენ არ გეშინია, გიგას ტელეფონს კოდს რომ მოხსნიან და წაიკითხავენ გიგა ავალიანს რამე ამოუვარდეს? – არა, გიგა ავალიანს, სპეტაკი და ღირსეული წარსული აქვს. ამიტომ ვარ მე ამაყი, ზურგმაგარი და შეუპოვარი.
დაბადების წამიდან გარდაცვალების წამამდე ვერ იპოვიან ვერც ერთ ადამიანს, ვისაც გიგა ავალიანისგან მცირ წყენა ახსოვს. მე ვარ მტკიცე და შეუპოვარი იმიტომ, რომ მაძლიერებს გიგას სიმართლე. როდესაც ასეთი მართალი ბიჭი, გიგა ავალიანი მიმაგრებს ზურგს ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებს“, – ამბობს ეკლა კუპატაძე.
„როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ ძალადობისთვის..“ – პროკურორი
„ეს არის მოცემულობა, რომელიც ამ საქმეში არის რეალობა…“
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად ოთხი პირი დააკავეს. ოთხიდან სამს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან (სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხოლო ერთს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს წარდგენილი.
მოგვიანებით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელიც გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესაც მოიცავს. არასრულწლოვანი 26 მარტს დააკავეს, მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს თბილისში, თემქის დასახლებაში 2025 წლის 1 ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თავს არასრულწლოვანები დაესხნენ. ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის მეზობელმა ბავშვებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს. გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
