LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი – ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე კეფით დაეცა და დაზიანება ამ დროს მიიღო – მას შუბლის ძვალი მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს

1248
გიგა ავალიანი

დაცვის მხარე აპელირებდა, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე, კეფით, პირაღმა მდგომარეობაში დაეცა და დაზიანება დაცემის დროს მიიღო. ეს კომისიურმა ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს, რადგან ავალიანს შუბლის ძვალი მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განუცხადა.

„როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ ძალადობისთვის..“ – პროკურორი

როგორც მან განმარტა, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვნის საქმეზე დღეს ორი ექსპერტი დაკითხეს.

„დღეს ერთ-ერთი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნა გამოკვლეული, ეს არის კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გიგა ავალიანს ნამდვილად ჰქონდა შუბლის ძვლის მოტეხილობა, რომელმაც გამოიწვია მისი უმძიმესი დაზიანება, რაც პირდაპირ კავშირშია მის სასიკვდილო შედეგთან.

აღნიშნული დაზიანება ცალსახად დადგენილია, რომ მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის გამოყენებით. ექსპერტი რაიმე მკვრივ, ბლაგვ საგანს განმარტავს, რომ ეს შესაძლებელია იყოს როგორც ადამიანის ანატომიური ორგანო, მათ შორის, ხელი, მუშტი, ფეხი, ასევე შეიძლება იყოს – ქვა, აგური, ხის ნაჭერი და ა.შ. ამ შემთხვევაში როგორი სახის მკვრივ, ბლაგვ საგანზეა საუბარი, ამას ექსპერტი ცალსახად ვერ ადგენს.

დაცვის მხარე აპელირებდა იმაზე, რომ დარტყმის შედეგად, გიგა ავალიანი ასფალტზე, კეფით, პირაღმა მდგომარეობაში დაეცა და დაცემის დროს უნდა მიეღო დაზიანება. თუმცა, კომისიურმა ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს მსგავს გარემოებებში შუბლის ძვლის მოტეხილობა, რადგან შუბლის ძვალი დაზარალებულს მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს და მიყენების მიმართულება იყო წინიდან უკან და არა პირიქით. დაცემის შედეგად მას დაზიანება უნდა მიეღო კეფის არეში – უკნიდან წინ. ამ შემთხვევაში, გიგა ავალიანს დაზიანება პირდაპირ შუბლის არეში აქვს მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელები მას პირისპირ ედგნენ”,- განაცხადა სონიძემ.

ამ წუთებში, აღნიშნული საქმის განხილვაზე შესვენებაა გამოცხადებული. 15:00 საათიდან კი, სასამართლოში იმ ახალგაზრდებს დაკითხავენ, რომლებიც შემთხვევის დროს გიგა ავალიანის დახმარებას შეეცადნენ.

„ძნელია, როცა კითხულობ როგორ საუბრობენ შენი შვილის მკვლელობაზე და თითქოს იქვე ვეუბნები, გადაიფიქრეთ ბავშვებო რა, არ მოკლათ ბავშვებო…“ – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა 

ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა.

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის ოთხ სხვა ეპიზოდსაც ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდში მონაწილეობას ედავება – რა კადრებს ავრცელებს უწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები