მოქალაქეობრივი ვალი თბილისის კრწანისის მეოთხე საარჩევნო უბანზე მოიხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.
პატრიარქი საარჩევნო უბანზე სასულიერო პირებთან ერთად გამოცხადდა. უწმინდესს მარკირება ამჯერადაც არ გაუკეთეს.
“ღმერთმა ინებოს, ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო”, – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.