LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთო კარგი ამბის მეტს არაფერს ველოდები… წარმატებები პატარა გაბის, საღამოს გვეცოდინება ზუსტი პასუხი…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს პატარა გაბრიელის დედა

1382
თაკო ბარბაქაძე

პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

გაბრიელის დედა აღწერს, თუ რატომ გართულდა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ამჯერად გაბი კვლევაზეა და თან აპარატით სუთქავს…გულით მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება“ – რა ინფორმაციას გვიზიარებს პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას უზიარებს თავის გამომწერებს.

თაკო ბარბაქაძე წერს, რომ პატარა გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები საღამოს გახდება ცნობილი.

„ისე ღიმილიანი შევაცილეთ საოპერაციოდ ვერ წარმოვიდგენდი თუ ახლა ასე გაუნძრევლად იწვებოდი… დღეს გავესაუბრეთ ექიმს წინასწარ მომაწერინეს ხელი ოპერაციაზე, რომელიც არ იციან გაკეთდება თუ არა… რენტგენზე ოდნავ ზევით ამოწეული ჩანდა რადგან ამ ვენაში უკვე მეორედ გაუკეთდა ბროვიაკი… ყველაზე კარგ ვარიანტში მისი დაძინება და ბროვიაკის ცოტა ქვევით ჩაწევა მოუწევთ ცუდ შემთხვევაში კი ამოღება და სხვაგან გაკეთება და უფრო კარგ შემთხვევაში კი შეიძლება დღესე დაუცხრეს ყველაფერი ამას რენტგენზე გაიგებენ.. კატე კვლევაზე… ისე როგორი ადამიანები ვართ როცა ბროვიაკი ჩაიყენეს პირველად და ყველაფერი კარგად დამთავრდა ტაში არ დამიკრავს მათთვის, ვიცოდი რომ ეს ამათი მოვალეობა, იყო მაგრამ როცა ყველაფერი ისე არ წავიდა ხელი გავიშვირე მე არა ყველამ… თითქოს მათი ბრალი იყო ყველაფერი.. მაგრამ ეს ასე არ იყო, რადგან სრულიდან პროფესიონალი ადამიანი აკეთებს წინაც ამ ქირურგმა გააკეთა და ახლაც იგივე ზომა ბროვიაკი ჩააყენეს თავიდან შევიწროებული არ იყო თორემ რანაირად ჩასვამდნენ.. შემდეგ შევიწროვდა პატარა ადგილას და მაგის გამო მოხდა ყველაფერი… გაბის სატურაციაც და პულსიც იდიეალური ჰქონდა, მაგრამ სუნთქვა მაინც უჭირდა იხრჩობდა, ეს იმის გამო იყო რომ ტიროდა თავი იმხელაზე გაუსვიდა და ყელის არე, რომ საყლაპავი მილიც დაწვრილდა, ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი.. ქირურგიც და მთავარი ექიმიც ფიქრობს, რომ უბრალოდ ოდნავ ქვევით ჩაწევა დასჭირდება და აპარატიდანაც უპრობლემოდ მოიხსნება… ღმერთო კარგი ამბის მეტს არაფერს ველოდები, მირჩევნია უბრალოდ მოვკვდე და ჩემ ყურამდე არ მოვიდეს. წარმატებები პატარა გაბის საღამოს გვეცოდინება ზუსტი პასუხი.. გთხოვთ კორექტულად ისაუბროთ და არ გალანძღოთ ექიმები. მადლობა“, – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები