გადაცემა „ჯანმრთელობის რეცეპტი“ მანჩო ქარსელაძესთან ერთად.
ღრძილების ირიგაცია – მარტივი, თუმცა მაღალი ეფექტურობის პროცედურაა, რომელიც უზრუნველყოფს ღრმად მდებარე ნადებისა და ბაქტერიების მოცილებას. გადაცემაში ვსაუბრობთ ამ მეთოდის უპირატესობებზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ყოველდღიური ჰიგიენის რიტუალი მცირე ენერგიით დიდი შედეგის მომტანი გავხადოთ.