„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე აქვეყნებს.
ლეგენდარული ქართველი სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა
მისი განცხადებით, მედეა ამირანაშვილი იყო ქართული და ევროპული საოპერო მუსიკის უბადლო შემსრულებელი და ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი.
„სწორედ ამით დაიმსახურა მან ოპერის მოყვარულთა თუ ხელოვნების მოღვაწეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მის მსმენელს საყვარელი არტისტის გარდაცვალებას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების…Posted by საქართველოს მთავრობა on Sunday, December 3, 2023