LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს ამ დიდ დანაკარგს“ – ლევან მგალობლიშვილი

1078
ლევან მგალობლიშვილი, ვლადიმერ ნადარეიშვილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მრჩევლის, ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ლევან მგალობლიშვილი გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის შვილის ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, აფხაზეთის მთავრობაში ჩემი მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

აფხაზეთის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს ამ დიდ დანაკარგს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის…

Posted by ლევან მგალობლიშვილი / Levan Mgaloblishvili on კვირა, 09 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g