LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა“ – ლევან მგალობლიშვილი 

210
ლევან მგალობლიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის დაანონსებულ ახალ პოლიტიკას ეხმაურება.

„თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა!“- წერს მგალობლიშვილი.

აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

ხუნდაძე შესაძლო სანქცირებაზე: „ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

ნინო წილოსანი: „ის პროცესები, რომელიც შტატებში პოლიტიკოსების მხრიდან არის ინიციირებული, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთდამოკიდებულებას არ ასახავს“

პოპულარულები