LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა კალათბურთელის შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო“ – კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა

682
ლელა წურწუმია (1)

კასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეთორმეტე კლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ბოძს შეეჯახა. მანქანაში შაკო კავთიაშვილი და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუ­ბი “კას­პის გრი­ფი­ნი“ წერს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა კალათბურთელის, შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

ნათელში იყოს შენი სული, შაკო“, – წერს “კას­პის გრი­ფი­ნი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები